„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ Enjoy Travel-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ტოპ 25 ციფრულ ქვეყანაში საქართველოს მიერ პირველი ადგილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ ძალიან მიზანმიმართული და სწორი პოლიტიკა განახორციელა ქვეყნის ციფრულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.
„მსგავსი ტიპის რეიტინგები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება: მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც იყო ქვეყანაში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, უსაფრთხო გარემო, ამ რეიტინგში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და ძალიან საამაყოა, რომ თბილისი იმ ტოპ 25 ერთეულშია იმ ციფრული ქალაქებისა და პირველ ადგილს იკავებს იმ სწორი რეფორმებით რაც ამ კუთხით განვახორციელეთ“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
Enjoy Travel-ის ვერსიით, ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი საუკეთესოდ დასახელდა და პირველ ადგილზე გავიდა.