რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების ვიზიტი აშშ-ში გრძელდება.
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბრის თემა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იქნება.
„ვიზიტი გრძელდება. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა იმ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რომელიც შემდეგ უკვე გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით. და გადაითარგმნება რეალური, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული პარტნიორობით“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.