თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა.
„ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით. ამ კუთხით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. რაც შეეხება სკოლებს, იყო სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაკნინებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ამან, სამწუხაროდ, თავის შედეგები გამოიღო. თუმცა არაფერი არ არის დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება, რათა სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას.
„4 წლის თავზე გვექნება თვისებრივად გაუმჯობესებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და თვისებრივად ამაღლებული სწავლების ხარისხი, რასაც მივყვებით გეგმაზომიერად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.