მანანა ვაზაგაშვილი: არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა და არ შემოხაზონ „ნაცები“ და მისი ანასხლეტები - თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რა ხდებოდა მაშინ

მანანა ვაზაგაშვილი

„კორტების სპეცოპერაციის“ დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდა, მანანა ვაზაგაშვილი მოქალაქეებს მიმართავს, არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

„ჩვენ რაც დაგვმართეს, იმაზე მეტი რაღა უნდა გაგვიკეთონ! ამიტომ, მოუხმონ გონს, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა და არ შემოხაზონ „ნაცები“ და მისი ანასხლეტები - ყველა არის ერთი! მისცენ ხმა მშვიდობასა და კეთილდღეობას. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რა ხდებოდა მაშინ, როგორ იდგა სისხლის გუბეები. მაგით დაზღვეული არავინაა“, - განაცხადა ვაზაგაშვილმა.