მამუკა მდინარაძე "ნაცმოძრაობაზე" - ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ

მდინარაძე

ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და  ამით თავის ქვეყანას ღალატობენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძეემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში ომი იყო, თავის სამხედრო მოსამსახურეებს  ომის დანაშაული დააბრალა და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალა.

„ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და  ამით თავის ქვეყანას ღალატობენ. საუბარი გვაქვს იმ პარტიაზე, რომელმაც, როდესაც საქართველოში იყო ომი, თავის სამხედრო მოსამსახურეებს დააბრალა ომის დანაშაული და სინამდვილეში ვინც ომის დანაშაულის ჩამდენი იყო და ამის მტკიცებულება არსებობდა - ისკანდერის ნაწილები, ეს ისკანდერის ნაწილები გადამალეს და შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსაძიებელი გახდა ეს ყველაფერი. თვითონ დააბრალეს ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული და ომის დანაშაულის მტკიცებულება რუსეთის სასარგებლოდ გადამალეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.