გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1735193717
იმ მავნებლობის პარალელურად, რასაც ძალადობა ჰქვია, ქვეყანაში მეტად უცნაური ამბები ხდება. მინიმუმ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში, ცენტრალურ ქუჩებში გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. ზოგი რუსეთის, ზოგი ამერიკის, ზოგი ბრიტანეთის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„რა ხდება?! ეს უცნაურობა ვიღაცამ ხომ უნდა ახსნას?! ერთი გახარიამ ახსნა და თქვა, რომ ჩემი აქტივისტები არიან დაკავებულებიო. გუშინ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, გახარიამ თავად აღიარა, რომ ყველაზე რადიკალური, მოძალადე ადამიანები, მათ შორის არიან გახარიას პარტიის აქტივისტები. ეს გავიგეთ, მაგრამ ეს 30%-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ჭარბობენ რუსეთის მოქალაქეები ვერ გავიგეთ. რა ხდება?! ეს უცხო ქვეყნის ხალხი როგორ აღიგზნო ამ ჩვენს გადაწყვეტილებაზე?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. -0:08