მამუკა მდინარაძე გიორგი ახობაძის საქმეზე: ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო ნარკოტიკული საშუალებები

მამუკა მდინარაძე

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო [ნარკოტიკული საშუალებები], - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით.

„ასეთი სისხლის სამართლებრივი პრინციპი არსებობს ყველგან, ცივილიზებულ სამყაროში - ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი იყოს დამნაშავე, მაგრამ განაჩენის დადგენის მომენტში მტკიცებულებათა ერთობლიობაში პატარა ეჭვიც რომ გაჩნდეს, [მოსამართლემ გაამართლოს] და ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო [ნარკოტიკული საშუალებები]“, - აღნიშნა მდინარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობიდან 6 აგვისტოს გაათავისუფლა.