შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1787831447
წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. ცხოვრებაში საერთოდ არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არასდროს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვა, მის მიერ თანამდებობის დატოვება ხომ არ უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს.
მდინარაძის თქმით, მსგავსი საკითხებით არასდროს ყოფილა დაკავებული.
„წერილში რა წერია, იცით თქვენ, წაკითხული გაქვთ ის წერილი? ანუ, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან უნდა მელაპარაკა, ხომ? ის წერილი რომ ჩემი ყოფილიყო, მივყვეთ ლოგიკას, ახლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის ეს წერილი დაწერილი, ხომ, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, მითხარით. მამუკა მდინარაძე წერდა, ვიბრძოლოთ ბოლომდეო? სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, მით უმეტეს, წერილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგზავნია არავისთვის. არანაირი წერილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დაისვას კითხვა, რატომ საუბრობს მაინც და მაინც მდინარაძეზე.
„არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე რა ვიცი, რატომ საუბრობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.