მამუკა მდინარაძე: გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე სხვა, ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი

მამუკა მდინარაძე

ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ, გასაგებია, რომ გაშიფრული აგენტი, რომელსაც არა ოფიციალურ უწყებებში ჰყავს პატრონი, არამედ მის მიღმა, არის უფრო კედელზე მიმწყვდეული სხვადასხვა სულიერივით, ვიდრე, სხვა ნებისმიერი მისი პროფესიის ადამიანი. ეს გვესმის, ისტერიკაც გვესმის და ამ ისტერიკას ჩვენ, ჩემი აზრით, არ უნდა ავყვეთ, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ადამიანები უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან საქართველოს საწინააღმდეგოდ და ისინი ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულნი, მათი გაშიფვრა საზოგადოების მიერ მაინც მოხდება.

„სერიოზული კომენტარები გაშიფრული აგენტების კომენტარებზე და მონაჭორებზე არ უნდა ვაკეთოთ და თუკი ეს აგენტი იქნება, თუ სხვა ადამიანი არა აქვს ამას მნიშვნელობა. მე აგენტებსაც კი შემიძლია დღეს დაპირება მივცე, რომ ისინი არ გაიშიფრებიან, თუ შესაბამის სამსახურებს მოემსახურებიან, მაგრამ თუკი კონკრეტულ ადამიანებს მოემსახურებინა, თან მითუმეტეს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებით იქნებიან დაკავებულები, ისინი ისედაც გაშიფრულები იქნებიან საზოგადოების მიერ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.