პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ის კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ, გრძელდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ მშვიდობა იყოს.
„რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდი ვსაუბრობდით სამწუხაროდ, დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს „ნაცმოძრაობის“ ბელადმა, სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. მან თქვა, რომ მე აქ იმიტომ ჩამოვედი, ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგაო. დარწმუნებული ვარ, ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს და ამას ვერსად გაექცევიან. ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ იყოს მშვიდობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ დებს და ძმებს, აფხაზებსა და ოსებს, მივმართავთ, არანაირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ დეოკუპაციისთვის, არ არსებობს. თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელებაა, რაც „ნაცმოძრაობასა“ და მის სხვა დანაყოფებს აქვთ და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.