ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
1736520434
ჩვენ გვეუბნებიან, რომ როგორც გვინდა, ისე იქნებით თქვენ - როგორც თქვენ გინდათ კი არა, ჩვენ გადაგიწყვეტთ ყველაფერს და თქვენ უფლება არ გაქვთ, რაიმე თქვენით გადაწყვიტოთ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელია, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ დეკანოზმა, შალვამ (კეკელია) მარტვილის რაიონიდან ჩართვისას.
მან ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელ არჩევნებში თითოეული ხმის დაფიქსირება.
მამა შალვას თქმით, იგი იმყოფება მარტვილის რაიონში და ხმას საკუთარ სოფელში მისცემს, სადაც იგი გაიზარდა. დეკანოზმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, იგი არჩევნებში მეორედ მიიღებს მონაწილეობას. მას სურს, რომ საქართველოს მიმართ უცხო ქვეყნების დამოკიდებულება იყოს თანასწორი.
„მე თავად დედა ხელაია მყავს და წმინდა ამბროსი ხელაიას შთამომავალი ვარ. წმინდა ამბროსი ხელაია ასეთ რამეს ამბობდა: მე 37 წელი შევალიე, რომ ქვეყანა არ გარუსებულიყო და ქვეყანაში მონური დამოკიდებულება არ ყოფილიყოო“, - აღნიშნა მამა შალვამ.
მისივე თქმით, მისთვის მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც უცხო ქვეყნებს საქართველოს მიმართ აქვთ.
„არ შეიძლება ასე ქართველებს გვესაუბრებოდნენ, ასე მონური დამოკიდებულებიდან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვიდან მომცემენ, ბრიუსელიდან, თუ ვაშინგტონიდან ბრძანებას! ასე ერთან საუბარი არ შეიძლება. რასაც მე ბოლო წლებში, ომის დაწყებიდან ვხედავ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნებით თქვენ. როგორც თქვენ გინდათ კი არა, ჩვენ გადაგიწყვეტთ ყველაფერს და თქვენ უფლება არ გაქვთ, რაიმე თქვენით გადაწყვიტოთ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელია“, - განაცხადა დეკანოზმა.
მან ასევე ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებითაც. მამა შალვას თქმით, საბერძნეთმა, რომელსაც ათონის მთა აქვს, უდიდესი წმინდა მამები ჰყავს და მართლმადიდებლობის ბურჯია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. დეკანოზი აცხადებს, რომ მას არ სურს, იგივე საქართველოში იხილოს.
„მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაშიც ასე მოხდეს და მარტივად ვუყუროთ ლგბტ პროპაგანდას. ჩემს მრევლს გუშინ მოვუწოდე კიდევაც, რადგანაც მრევლი აზრს მეკითხებოდა, რომ ადამიანებმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთონ, რადგან ამ არჩევნებში არასრულწლოვანები მონაწილეობას არ იღებენ - ყველა სრულწლოვანი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამიტომ, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ვინმეს არჩევანში ჩავერიოთ. მე უბრალოდ, ერთადერთი რამ ვუთხარი მათ, რომ ყველა ადამიანი, ვინც არჩევანს გააკეთებს, ის თავის არჩევანზეა პასუხისმგებელი. მე მათ ვუთხარი, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შენი ეკლესიის მაგინებლები, შენი პატრიარქის მაგინებლები, რომელთათვისაც არაფერს ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა და მიაჩნია, რომ არაფერია, ასე რომ იყოს და შემდეგ, თუ ისინი გაიმარჯვებენ, ღმერთმა დაგვიფაროს, ისინი შემდეგ ამ კანონს მიიღებენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც მიიღებენ და ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში რა ხდება, თუნდაც უკრაინაში რა ხდება კანონთან დაკავშირებით, თუნდაც, მოლდავეთში“, - განაცხადა მამა შალვამ.