„მაკკეინის ინსტიტუტის ასეთი უშტატო თანამშრომელი ყოველთვის იყო სალომე ზურაბიშვილი“ - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

"მაკკეინის ინსტიტუტის ასეთი უშტატო თანამშრომელი ყოველთვის იყო სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იგი პრაქტიკულად სათავეში ჩაუდგა თუ სათავეში ჩადგომას ცდილობდა ამ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მაკკეინის ინსტიტუტის ასეთი უშტატო თანამშრომელი ყოველთვის იყო სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც იგი პრაქტიკულად სათავეში ჩაუდგა თუ სათავეში ჩადგომას ცდილობდა ამ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. არაფრით არ ჩამორჩება სააკაშვილს თავისი განცხადებებით და უფრო მეტიც, მაკკეინის, გამოჩენილი რესპუბლიკელის სენატორის ინსტიტუტი არ ითვალისწინებს იმას, რომ 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი იყო ვინც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთი ჩაერია. ანუ, ისეთი კონიუნქტურაა შექმნილი, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და არაფრად არ დაგიდევენ, ვინ რა განცხადება გააკეთა ბოლო პერიოდში, რასთან დაკავშირებით და რა პოლიტიკური ისტორია მოჰყვება წასულში," - აცხადებს გია ვოლსკი.