მახაშვილი აქციებისთვის სტუდენტების დატრენინგებაზე: დიდი პასუხისმგებლობაა გერქვას უნივერსიტეტი. როგორც კი შენ იწყებ რადიკალიზაციის პროცესებში შესვლას, ახალგაზრდობის წახალისებას ძალადობისკენ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული

ლევან მახაშვილი

დიდი პასუხისმგებლობაა გერქვას უნივერსიტეტი. როგორც კი შენ იწყებ რადიკალიზაციის პროცესებში შესვლას, ახალგაზრდობის წახალისებას ძალადობისკენ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდების ტრენინგებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები რევოლუციური სცენარებისთვის ალტერნატიულ სქემებს ამუშავებენ.

„როგორც ჩანს რევოლუციური სცენარისთვის სხვა, ალტერნატიული სქემების მოძიება სცადეს და ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე უნივერსიტეტის სახელს ამოფარებულები შეძლებენ რევოლუციური სცენარების მოწყობას. დროა განსაკუთრებით ზოგიერთმა უნივერსიტეტმა დაასრულოს უნივერსიტეტობანას თამაში. ეს არის ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმე, რომ გერქვას უნივერსიტეტი და ემსახურებოდე განათლებას და ახალგაზრდობას. მაგრამ როგორც კი შენ იწყებ რადიკალიზაციის პროცესებში შესვლას, ახალგაზრდობის წახალისებას ძალადობრივი პროცესებისკენ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

არასამთავრობო სექტორის შემდეგ, რევოლუციური პროცესების წახალისებაზე უცხოური სპეცსამსახურები უნივერსიტეტების გავლით მუშაობენ. უკვე გაშიფრული სქემით, გამწევი ძალა ამ პროცესში გიული ალასანიას უნივერსიტეტია. ტრენინგებში მონაწილეობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

„იმედის კვირამ“ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ როგორ