მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკის მერიასთან ერთად უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. მაკა ბოჭორიშვილმა თარიღი მოულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად არის საქართველო.
ნიუ-იორკის იელის კლუბში, ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მნიშვნელობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყნის მისწრაფებაა, გაზარდოს ძალისხმევა, განავითაროს დიასპორული ორგანიზაციების როლი ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში. ღონისძიებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.