ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხიდზე მოძრაობა გაიხსნა

ჩინეთი

ჩინეთში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხიდზე მოძრაობა გაიხსნა. ხიდი „გრანდ-კანიონ ჰუაჯანი“ „დედამიწის ნაპრალის“ სახელით ცნობილი ხეობის ორ მხარეს აკავშირებს. ხიდის სიმაღლე, რომელიც მდინარე ბეიპანზეა გადებული, 625 მეტრია, სიგრძე კი 2890 მეტრი.

მშენებლობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაახლოებით 240 მილიონი ევრო დაჯდა.