წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟეენბეკ კულუბაევის შეხვედრა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობას.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.