ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
შვეიცარია საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შემცირების საკითხს 8 მარტს უყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
პროექტი, რომლის მხარდამჭერები არიან მემარჯვენე ფრთის ჯგუფები, მათ შორის „შვეიცარიის სახალხო პარტია“, ითვალისწინებს ყოველწლიური 355 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით გადასახადის, 200 ფრანკამდე შემცირებას.
ამ თანხას შვეიცარიის მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იხდიან.
როგორც „როიტერი“ წერს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 17 რადიოსადგურს და 7 ტელეარხს აერთიანებს, ოთხ ენაზე მაუწყებლობს და მისი წლიური ბიუჯეტის 1.5 მილიარდ შვეიცარიული ფრანკამდე შემცირება, არსებული სახით მაუწყებლის დასასრულს ნიშნავს.
პროექტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამით შვეიცარია დაზოგავს თანხას, თუმცა ოპონენტების აზრით, ის ასახავს მემარჯვენე პოლიტიკური ძალების ზეწოლას სახელმწიფო მედიაკორპორაციებზე მთელ მსოფლიოში.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროპაში საზოგადოებრივი მაუწყებლები აუდიტორიის შემცირების, ძლიერი კონკურენციისა და შემოსავლების შემცირების გამო, ზეწოლას განიცდიან და მემარჯვენე ჯგუფები მათ პოლიტიკურ მიკერძოებაში სდებენ ბრალს. ორგანიზაციის მხარდამჭერები კი მას დამოუკიდებელ ხმად მოიაზრებენ, რომელსაც შეუძლია გავლენიანი პირების პასუხისმგებლობის დაყენება და რის ჩახშობისკენაც პოპულისტები მიისწრაფვიან.