ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
2026 წლის 7 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.