„ძლიერი ქარი და შტორმი“ - სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1775558421
ამერიკელების გადასაწყვეტია, საქართველოში როგორ, რა ფორმით, რა შემადგენლობით ჩამოვლენ, მთავარია ის, რომ ეს დინამიკა დადებითია, ქართული საზოგადოება ხედავს შეხვედრებს, ზარებს, დისკუსიებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ვითარდება.
„იქნება ვიზიტი, უმაღლეს დონეზე შეხვედრები თუ ზარები, ვნახოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ვითარდება და პოზიტიური დღის წესრიგით ვაშენებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ურთიერთობა ახალი დღის წესრიგით აღვადგინოთ. ამიტომ ჩვენი ორიენტირი ეს იქნება. აპრილი იქნება თუ მაისი, ამერიკელები როდის და რა შემადგენლობით ჩამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, სტუმრები ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ და ერთობლივად, ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. ახლა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ახალი დღის წესრიგით ვცდილობთ, ოღონდ, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი არ არის, ყველაფრის ფასად ურთიერთობების გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ჩვენი წითელი ხაზებია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება საქართველოსი. ამ მიზნების გარშემო მზად ვართ ამერიკელებთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ არანაირი ფარული დღის წესრიგი არ გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამერიკელებთანაც საერთო დღის წესრიგის პოვნას საქართველოს ინტერესების გარშემო შევძლებთ“, – განაცხადა მახაშვილმა.