1761855398
მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს კონფერენციაზე დღეს ზოგად პოლიტიკურ დებატებს გახსნის
 
                                                                UNESCO-ს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე ზოგადი პოლიტიკური დებატებით დაიწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი იქნება კოლეგა მინისტრებს შორის, ვინც დღეს ზოგად პოლიტიკურ დებატებს გახსნის.
მთავარი თემები იქნება საქართველოს ხედვა და მიღწევები, აქცენტი გაკეთდება ასევე საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებზე, მათ შორის განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე. მაკა ბოჭორიშვილს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც.
მინისტრი ასევე გახსნის ქართულ კუთხეს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას და კულტურას გააცნობს. მოეწყობა სტენდები, რომლებზეც ასახული იქნება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და არამატერიალური მემკვიდრეობა.
 
                                                     
                                                     
                                                    










