ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
 
                                                                N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
,,სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
22 ოქტომბერს თბილისის #45 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა მუნის ერთი შემთხვევა. აღნიშნულ შემთხვევაზე სკოლამ იხელმძღვანელა ეპიდემიოლოგისა და ინფექციონისტის რეკომენდაციებით. იმავე საღამოსვე მოახდინა შენობის სრული დეზინფექცია და დეზინსექცია. მათი რეკომენდაციით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შენობაში შესაძლებელი იყო სასწავლო პროცესის გაგრძელება. გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ მშობლებს.
29 ოქტომბერს დაფიქსირდა მუნის მეორე შემთხვევა. აღნიშნულზე სკოლა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გადამდებ დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ცენტრს. ცენტრის რეკომენდაციის თანახმად:
•დაავადებულ მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა დერმატოლოგის დანიშნულების მიხედვით;
•დანარჩენ მოსწავლეებს უნდა დააკვირდნენ მშობლები, და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ დერმატოლოგს;
•სასწავლო პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.
სკოლამ კვლავ დაგეგმა დეზინფექცია და დეზინსექცია, რომელიც ტარდება დღეს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა მოსწავლისა და თანამშრომლის ჯანმრთელობა.
➡️ვაცხადებთ, რომ სკოლა მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ყველა რეკომენდაციას მკაცრად იცავს.➡️ჩვენი მთავარი მიზანია — სრული უსაფრთხოება და ჯანსაღი სასწავლო გარემო თითოეული ბავშვისთვის",-ნათქვამია განცხადებაში.