რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ - „შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი“.
მინისტრის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დერეფნის განვითარებაში და ეს ფაქტორი განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში.
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.