ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ქართველებს და საქართველოს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ, ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„არსებობს ემოციური ბმა ევროპის კავშირთან. ზუსტად ამიტომ ქართველების დიდი უმრავლესობა ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკული მიზეზი იმისა, თუ რატომ სურთ ქართველებს ევროკავშირში. ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი დღეს საუკეთესო ორგანიზაციაა მსოფლიოში ადამიანის უფლებების, ეკონომიკის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.