რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
1747255793
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაფართოების დიდ პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.