დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მთავარი მიღწევაა - ევროკომისარ ავრამოპულოსს რთულ პერიოდში მოუწია ამ საქმის წინამძღოლობა და მან დიდი გულით, დიდი დახმარებით მიაღწია ამ შედეგს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ჰქონოდა“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილი ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ორდენი გადასცა.
„ უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ის ყველაზე მთავარი მიღწევა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც უკვე ისარგებლა და მომავალში ისარგებლებს ამ შესაძლებლობით.
ეს გზა არ იყო მარტივი, უკავშირდებოდა ჩვენი მხრიდან რთულ რეფორმებს, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. მეორეს მხრივ, არ იყო მარტივი, გვქონოდა ის მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც ქვეყანას უვიზო რეჟიმის მისაღებად სჭირდებოდა. ევროკომისარ ავრამოპულოსს განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია ამ საქმის წინამძღოლობა და მან დიდი გულით, დიდი დახმარებით მიაღწია იმ შედეგს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მისაღებად საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ჰქონოდა. მისი ღვაწლი და წვლილი ამ საქმეში დიდია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ხუთი წლის თავზე, მისთვის მადლობა გვეთქვა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები უკვე თავად ხედავენ, რა მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.