მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი, ნებისმიერი საკითხი შეიძლება გახდეს სპეკულაციების საგანი და დაზიანდეს ურთიერთობები. საქართველოს ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.
მისი თქმით, საქართველოსთვის უპირველესი ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც პირველ რიგში სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, რადგან მის გარეშე ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და როგორ იქცა ეს საკითხი ერთგვარად ქართული პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად. უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ, რომ პროცესები გარკვეულწილად რადიკალური მიმართულებით ვითარდება, როდესაც საკითხი დგას ევროკავშირის გარშემო. ეს ერთი მხრივ ძალიან დამაზიანებელია თავად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.
ჩვენ ვნახეთ როგორ მოხდა კანდიდატის სტატუსის მიღების გამოყენება, რამაც დააზიანა საქართველოს ინტერესები და ჩვენ წელიწად-ნახევარი მოგვიწია კარზე კაკუნი და მუშაობა ძალიან აქტიურად იმისათვის, რომ საქართველოსთვის მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა არსებობდა ამისთვის. ახლაც ვხედავთ, რომ იგივე ხდება როცა საკითხი ეხება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. თუ კარგად დაუკვირდებით ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება გახდეს მსგავსი სპეკულაციების საგანი და დაზიანდეს ეს ურთიერთობები და პროცესი, რასაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ჰქვია. საქართველოს ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს. თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ უმეტესად ქვეყნები ჯერ ხდებოდნენ „ნატოს" წევრი, მათ აქვთ უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული და ბევრად მეტი დრო და შესაძლებლობა აქვთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყოს ბევრად უფრო ხანგრძლივი. ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას იმიტომ, რომ მის გარეშე ვერ მოხდება ევროკავშირში ინტეგრაცია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.