მაკა ბოჭორიშვილი: ​ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებს უპირისპირებს არის საქმე

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის აქტივიზმს უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოში იცხოვრონ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტს შეეხებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოპოზიციის ყოფნა ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად დაბარებას შეადარა.

„ეს უფრო ჰგავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის თუ პოლიტიკური აქტივისტების მხრიდან, და დიდი ალბათობით ისინი მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დაგეგმავენ ახლო მომავალში სხვადასხვა ქმედებებს“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.