მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რამენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ

მაკა ბოჭორიშვილი

არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რამენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

„ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის ისეთი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიც, როგორიც არის ISFED-ი. და კიდევ ერთხელ: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია არჩევნებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.