მაიდანს კი არა დიდგორს მიიღებენ. ქართველებმა ვიცით დიდგორი... სამი რამე სჭირდება ასეთ პროტესტებს - არ გვეშინია, უკან არ ვიხევთ და არ ვნებდებით - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

სამი რამე სჭირდება ასეთ პროტესტებს - არ გვეშინია, უკან არ ვიხევთ და არ ვნებდებით," - ამის შესახებ "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პაატა მანგალაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტში მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ და არაფრის ეშინიათ.

"ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ ღირს ესკალაციად, რა მაიდანი?! - მე პირდაპირ გეტყვით, მაიდანს კი არა დიდგორს მიიღებენ. ქართველებმა ვიცით დიდგორი. უკან დასახევი გზა არ იქნება და ეს ხალხი იმიტომ დადის ამ სიცივეში, რომ არავინ აპირებს უკან დახევას და ქვეყნის დათმობას. მაიდანი არა, დიდგორი იქნება, თუ ჭკუაზე არ მოვლენ დროზე.

არაფრის არ გვეშინია ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა უამრავ ადამიანს სცემენ და აჯარიმებენ. უამრავი ადამიანი ჩემი თვალით მინახავს დასისხლიანებული, რომელსაც ძველები ჩაუმტვრია გაუგებარმა "ქართული ოცნების" წარმონაქმნმა.

გეგმას რაც შეეხება, არცერთი ნაბიჯით უკან. სამი რამე სჭირდება ასეთ პროტესტებს - არ გვეშინია, უკან არ ვიხევთ და არ ვნებდებით," - განაცხადა პაატა მანჯგალაძე