„მაიდანიზაცია“, ე.წ. პროტესტი იყო სარკისებურად გამეორებული, კარგად დაორგანიზებული მოვლენები, ეს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება მაშინ, როცა რევოლუციის მოწყობის სურვილი აქვთ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

„მაიდანიზაცია“, ე.წ. პროტესტი იყო კარგად დაორგანიზებული მოვლენები, მათ შორის ძალადობრივი აქციები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყანაში მაშინ ხდება, როცა რევოლუციის მოწყობის სურვილი ჩნდება.

„„მაიდანიზაცია“, ე.წ. პროტესტი იყო კარგად დაორგანიზებული მოვლენები, მათ შორის ძალადობრივი აქციები. კარგად გვახსოვს, როგორ იყო გამოყენებული ერთი და იგივე მოვლენები. ეს ყველაფერი სარკისებურად გამეორებული იყო. მაგალითად, ახალი დაქორწინებული წყვილები აქციაზე მიდიოდნენ, აღმოჩნდებოდა, რომ ფორტეპიანოც ქუჩაში იდგა, გოგოები ტუჩსაცხს სამართალდამცავების ფარებზე ისწორებდნენ და ა.შ. ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყანაში მაშინ ხდება, როცა სურვილი აქვთ, რომ რევოლუცია მოაწყონ. ერთი გაწერილი გაიდლაინია, რომელსაც დავალება მიღებული აგენტები მიჰყვებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობას ცდილობენ. ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, არამედ აგენტურა და „ენჯეოშნიკები“ თავად ამბობენ, რომ მათი მიზანია, რევოლუციის გზით მოიყვანონ ხელისუფლებაში ადამიანები, ვინც დავალებას ასრულებენო. ძალა არსებობს, რომელიც ებრძვის საქართველოს და ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, რაც მთავარია, მშვიდობას. ხელისუფლებაში მოსვლა იმ ადამიანებს უნდათ, ვინც ქვეყანას ომში გადაჩეხავენ“, – განაცხადა გორდულაძემ.