მაია ომიაძე: ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, ვიმედოვნებთ, itb Shanghai-ის ტურისტული გამოფენა ქვეყნისთვის წარმატებული იქნება

მაია ომიაძე

2026 წელს საქართველო itb china-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ რამდენიმე წლის წინ წარმატებით უმასპინძლა itb Berlin-ის ღონისძიებას.

„დღეს ხელი მოვაწერეთ itb china-თან მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც 2026 წელს საქართველო იქნება itb china-ს პარტნიორი ქვეყანა. იცით, რომ ჩინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. შარშანაც მონაწილეობა მივიღეთ ამ ღონისძიებაში და ძალიან წარმატებული იყო კერძო სექტორისთვის. კიდეც აისახა ეს ყველაფერი სტატისტიკაზე. ჩვენ, პარალელურად გვაქვს კამპანიები, შარშანაც გვქონდა და წელსაც გვექნება. ძალიან წარმატებულად ვუმასპინძლეთ itb Berlin-ს სულ რამდენიმე წლის წინ. ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში itb Shanghai-ც არანაკლებ წარმატებული იქნება“, – განაცხადა ომიაძემ.

ცნობისთვის, საქართველო ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.