26 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1766689350
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველების დაშვებას დახურულ სავაჭრო სივრცეში”. ბაია ბითაძე აღნიშნულ ზოომაღაზიას მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის. “Zoomart - ზოომარტი მივმართავ ზოომარტს!!! ან წარმოადგინოს მუხლი რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში 2026 ან ნებისმიერი სხვა წლიდან ან მოვითხოვ ოფიციალურად და საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისთვის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის!!! კმარა ამდენი ტყუილი!”- წერს ბითაძე.