ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
1773227002
ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“.
დეპუტატი ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღებას გამოეხმაურა
„ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები კვლავ მანიპულაციით შებღალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები. ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა ყულევის ტერმინალის სასანქციო სიაში შეყვანის. სწორედ ეს იყო იმის ფაქტობრივი მოცემულობა რის გამოც საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება. მცდარი და მანიპულაციურია ყველა ის მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო . ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება.