ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უპრეცედენტო მაგალითია, თან კერძო კომპანიებზეა საუბარი. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უხეში მცდელობა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის „თავი რომ დავანებოთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლის საკითხს“.
„ეს არის აბსოლუტურად ფუჭი, თუ პოლიტიკური განზომილებით შევხედავთ, იმიტომ რომ ეს არ იქნება არანაირი ფაქტორი იმისთვის, რომ მოსახლეობამ აზრი შეიცვალოს რადიკალური მარიონეტული ოპოზიციური წარმონაქმნის სასარგებლოდ, რომელიც დღეს თურმე გაერთიანდა და სავარაუდოდ, ბევრ იმ ადამიანს, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქართულ ოცნებას, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას მხარს არ უჭერდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ პირდაპირ გამოუცხადეს, რომ აღდგა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუგებარია როდის დაიშალა. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ერთი წარუმატებელი თამაშის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანახებს საქართველოს მოსახლეობას, თუ რაოდენ დიდია ზოგიერთი გარე ძალის სურვილი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომლებიც უპირატესობას მიანიჭებენ არა ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების შექმნაზეა ორიენტირებული, არამედ ისეთი ძალა, რომელიც ორიენტირებულია, რომ შეასრულოს ნებისმიერი ის დავალება, რისთვისაც მათ მოიყვანენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა მან.
გადაცემის წამყვანმა მაია ბითაძეს ასევე კითხვა დაუსვა ბორის ჯონსონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, რომ არც ღირს ჩვენ დრო დავხარჯოთ ისტორიაში შესული წარუმატებელი პოლიტიკოსის განმარტებების განხილვისთვის, რადგან ისტორიაში ის შევა პოლიტიკოსად, რომელმაც უკრაინას ხელიდან გააშვებინა შანსი, რომ ომი საწყის ეტაპზევე დასრულებულიყო, რამაც ტრაგიკული შედეგები მოუტანა უკრაინას როგორც ჰუმანიტარული, ასევე ეკონომიკური და ადამიანური თვალსაზრისით. მთავარია დავაკვირდეთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, როგორია დამოკიდებულება მათ შორის ისეთი ძლიერი სახელმწიფოსი, როგორიც არის აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები პრეტენზიას გამოთქვამს მათ შორის იგივე ბრიტანეთის მიმართ, რომ სათანადო მხარდაჭერა არ გამოუჩინა ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საწყის და მყისიერ დონეზე. პრეტენზიებია ესპანეთის მიმართ, რომელიც ცდილობს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ ჩვენი რადიკალური ოპოზიციისგან არ გამიგია, რომ ესპანეთის პრემიერი პროირანულად მოენათლა. ასე რომ, პროცესები ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ბითაძემ.