მაია ბითაძე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე: მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლას. იგი მიმართავს ათასობით წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან იმ გეგმების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს

გარემო

მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლას, იგი მიმართავს ათასობით წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან იმ გეგმების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ორმხრივი ფორმატები, რომელშიც დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლას. იგი მიმართავს ათასობით წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან იმ გეგმების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ორმხრივი ფორმატები, რომელშიც დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია გაჟღერდება მთავარი გზავნილი - ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სამომავლო ინტეგრაცია განვითარებულ მსოფლიოში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

5-8 აპრილს უზბეკეთში სტარტს აიღებს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელშიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.