მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
სამწუხაროდ ეს განცხადებები, რომლებიც არ წარმოადგენს მთელი აშშ-ს და მთელი ევროკავშირის ქვეყნების პოზიციას, აზიანებს საქართველოს მოქალაქის რწმენას იმ ღირებულებებისადმი, რა ღირებულებებისკენაც ჩვენ ასე ძალიან მივისწრაფოდით, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ეს არ არის დემოკრატია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია 21-ე საუკუნეში.
ჩვენ ყველას გვახსოვს 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ტირანია, ის დრო, როდესაც ყველაფრის გვეშინოდა. სტრასბურგის სასამართლოს აქვს დამტკიცებული, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა მიღებული. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ დღეს არის ადამიანის უფლებები საქართველოში დარღვეული და მაშინდელი მმართველობა დემოკრატიის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო.
იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ზეც, რადგან იმ დემოკრატიის ხარისხის, იმ თავისუფლების ხარისხის რისაც ჩვენ გვწამდა და სიმბოლო იყო ამერიკა, ამის ფონზე აბსურდულია ის განცხადებები, რაც ჩვენ მათგან გვესმის.
ეს აბსურდული მოწოდებები, უხეში ჩარევა, მცდელობა რომ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა იქონიონ, აზიანებს ქართველი ადამიანის რწმენას მისი ღირებულებებისადმი.
ეს აბსურდი დასრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, და მშვიდობის შენარჩუნება ევროპული ღირებულებების და ტრადიციების შენარჩუნებით,“- აღნიშნა მაია ბითაძემ.