მაია ბითაძე: ოპოზიციის მიზანი ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაციაა, რათა მეტი უარყოფითი შეფასება მიიღოს საქართველომ ევროკავშირისგან, ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რაოდენ მოღალატეობრივია ეს ძალა

გარემო

 მათი მიზანია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაცია მოახდინონ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უსუსური გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალური კლანის ბოლო გაფართხალება. მათი მიზანია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაცია მოახდინონ ერთი მარტივი მიზნით, რომ მეტი უარყოფითი შეფასება მიიღოს საქართველომ ევროკავშირისგან. ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რაოდენ ბოროტი და მოღალატეობრივია ის ძალა, რასაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით“, - აღნიშნა ბითაძემ.