„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
როდესაც ევროსტრუქტურებზე ვსაუბრობთ, აქ უკვე ნათლად იკვეთება, რომ არის გარკვეული შიდა დაპირისპირება, რომელიც უკვე ხმამაღლა ისმის უკვე სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტში, - განაცხადა მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გასულ კვირას, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე არაერთმა ევროპარლამენტარმა ხაზგასმით ისაუბრა იმ მიკერძოებულ ორმაგ სტანდარტზე, რასაც მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ, რაც პირველ რიგში ევროკავშირის ყველა სტრუქტურას აზიანებს.
დეპუტატი ამ ორმაგი სტანდარტის მაგალითად გაფართოების ანგარიშს ასახელებს, რომლიდანაც უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში პრაქტიკულად გამქრალია პუნქტები კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, ისევე როგორც სხვადასხვა
„ეს ორმაგი სტანდარტები უკვე აღარ იფარება. მეტსაც ვიტყვი, თვითონაც აღარ ცდილობენ რომ დაფარონ და იმდენად აზიანებენ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, რომ ვიზებთან დაკავშირებულ მთავარ დოკუმენტში შავზე თეთრით აქრობენ იმას, რაც პოლიტიკურად არ აწყობთ. მათ შორის საერთოდ გამქრალი იყო ამ დოკუმენტიდან იმ დადებითი შეფასებები, რასაც საქართველო ყოველკვირეულად იღებს. სამაგიეროდ, საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გამჭვირვალეობის კანონმდებლობა და ოჯახური ღირებულების კანონმდებლობა“, - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, ამ ორ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა მას მოლოდინი აქვს, რომ შანტაჟი ამ თემით მომდევნო არჩევნებამდე გაგრძელდება.
„მოლოდინი მაქვს, რომ მომდევნო არჩევნებამდე ამ საკითხს გამოიყენებენ შანტაჟის იარაღად, ისევე როგორც შანტაჟის იარაღად იყენებდნენ მანამდე კანდიდატის სტატუსს და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პირველ სცენარს, როდესაც ვითომ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ვიზა შეუწყდათ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, თუ სისტემურად შევხედავთ საკითხს, ნათლად დავინახავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები თვითონ არიან არეულები და ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ საგარეო მიმართულებით, - განაცხადა ბითაძემ.