ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
1749812588
რეალურად, ის შემთხვევა, რაც ბრიტანეთის საელჩოსთან მიმართებით მოხდა, არ იყო სიურპრიზი ჩვენთვის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ბოლო 2 წელი განსაკუთრებით, მივეჩვიეთ იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და არაპირდაპირი გზით აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაახლოებულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ დაფინანსებას პირდაპირი ან ირიბი გზით იყენებენ იმისთვის, რასაც დასავლეთში პოლარიზაციას ეძახიან და რისი აღკვეთისკენ საქართველოს წლებია მოუწოდებენ.
„სამწუხაროდ თვითონ უშუალოდ არიან ჩართულები საქართველოს მოსახლეობას შორის პოლარიზაციის გაღრმავებაში. დღისთვის ძალიან კარგად ვიცით, რომ საგარეო დაფინანსების დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ოპოზიციურად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის მიზანიც „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო და ამ მიზნით არაფერზე ამბობდნენ უარს, მათ შორის ადამიანებს შორის სიძულვილის გაღვივებასაც არ ერიდებოდნენ. ეს კამპანია დღესაც გრძელდება.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პრაქტიკულად ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ანომალიური მოვლენა უახლოეს მომავალში დასრულდება, რასაც საელჩოების, დონორების ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა ჰქვია, რაც პირდაპირ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მათ ეს ყველაზე კარგად იციან. მათ ასევე კარგად იციან, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ევროკავშირში ან ბრიტანეთში, თუ საქართველოს საელჩო სხვა ქვეყანაში დააფინანსებდა ოპოზიციურად და ამ შემთხვევაში რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილ სუბიექტებს, რაც მიუღებელია და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ბითაძემ.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.