პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1773158298
იმის პარალელურად, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთს სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.
მაია ბითაძის თქმით, ბუნებრივია, ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„იმის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უმსუბუქებს რუსეთის ფედერაციას სასანქციო რეჟიმს პრაქტიკულად ყოველდღიურად, ჩვენ ვაკვირდებით რომ არის გარკვეული ჯგუფი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს პატარა საქართველოს შეშინებას და დაშანტაჟებას. ბუნებრივია, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“, - აღნიშნა მან.
მაია ბითაძის თქმითვე, ევროკავშირის ქმედება ზოგადად და ის პოლიტიკური ხედვა, რომელიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, არამდგრადია.
„ჩვენ ყოველდღიურად თვალყურს ვადევნებთ თუ როგორი არამყარია ევროკავშირი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შორის, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ემყარება გარკვეულ ორმაგ სტანდარტს. მაგალითად, რომ მივუბრუნდეთ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამ პასპორტებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ უკვე ორი წელია ამაზეა საუბარი. თითქმის მეხუთე გადაწყვეტილებაა მიღებული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. კარგად ვხვდებით, რომ ეს არის გარკვეული ინსტრუმენტი საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის დასაშანტაჟებლად, რაც პირდაპირ მიუთითებს არასამართლიანი და ორმაგის სტანდარტების გამოყენების მაგალითებზე ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა მან.