1751402301
მაია ბითაძე: ჩვენი ძალისხმევები შეესაბამება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ

ჩვენი ძალისხმევები შეესაბამება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„უფრო მდგრადი ენერგოსისტემის შესაქმნელად ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მზისა და ქარის ენერგიაში. რეგიონული პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე დერეფანი ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ინიციატივები სამხრეთ კავკასიას დააკავშირებს ევროპულ და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტსა და მწვანე ჰიდროენერგიას. ჩვენი ძალისხმევები შეესაბამება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ, რამეთუ იგი ეხება კლიმატის ადაპტაციას, სუფთა ენერგიის გამრავალფეროვნებას, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის გაძლიერებას და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობას“, - აღნიშნა ბითაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.