1756145280
მაია ბითაძე: არ შეიძლება ქვეყანას დაემუქრო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმიტომ, რომ მიიღო „გამჭვირვალობის კანონი“. ვხედავთ პოლიტიკური შანტაჟის ფორმით გამოხატულ განცხადებებს, რომელსაც ოპონენტები უკვე ევროკავშირის შიგნითაც გაუჩნდა

არ შეიძლება ქვეყანას დაემუქრო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმიტომ, რომ მიიღო „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს. ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის ფორმით გამოხატულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, რომელსაც საბედნიეროდ ოპონენტები უკვე ევროკავშირის შიგნითაც გაუჩნდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ყველა ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა და ამის ფონზე ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ემუქრებიან კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოს.
„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიყავით და კვლავ ვართ, რომ თუ რაიმე სამართლებრივი საკითხია, რომელზედაც შეიძლება მსჯელობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, თუ ისინი მიგვითითებენ ასოცირების ხელშეკრულების რომელ მუხლს, რომელ თავს ეწინააღმდეგება კანონები: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“, „გამჭვირვალობის შესახებ“, ამაზე ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის ფორმით გამოხატულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, რომელსაც საბედნიეროდ ოპონენტები უკვე ევროკავშირის შიგნითაც გაუჩნდა. არ შეიძლება ქვეყანას დაემუქრო ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმიტომ, რომ მიიღო „გამჭვირვალეობის კანონი“, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს. არ შეიძლება საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ კანდიდატ სახელმწიფოს და ამაზე ყველა ინდექსი მეტყველებს, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსს ვგულისხმობ მთავრობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, თვითონ შეფასებას აკეთებენ, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ სახელმწიფოებს შორის და მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებსაც კი უსწრებს ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით და მეორე წუთში გეუბნებოდეს, რომ მე შენ ვიზალიბერალიზაციას, რომლის ყველა პირობას საქართველო აკმაყოფილებს, დაემუქრო, რომ თუ „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების კანონს“ არ გააუქმებ, მე შენ ვიზალიბერალიზაციას ჩამოგართმევ. ეს არის სამართლებრივი აბსურდი და არ შეიძლება ევროკავშირმა ძირი გამოუთხაროს ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირს, მის ინსტიტუტებს და იმ ნდობას, რომელიც კანდიდატ სახელმწიფოებს აქვთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1756149072