„სიტყვები უძლურია და ვერ ვპოულობთ, როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახის წევრები...“ - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფო ყოლბაია

თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის, სოფო ყოლბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილის მეტროსთან გვიან ღამით მოხდა. 

„ვარკეთილის სავაჭრო ცენტრ "ფენიქსმა" დაკარგა საუკეთესო ადამიანი... ჩვენს კოლექტივს გამოაკლდა სოფო ყოლბაია. ძალიან დაგვწყვიტე გული... ვუსამძიმრებთ ოჯახს ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს...

ღმერთო, რა ხდება, სად მიდიან ეს დახატული გოგო-ბიჭები...

უზომო, ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვა ყველას, უწყინარმა უძვირფასესმა სოფომ...

ძალიან დამწყდა გული. უსაყვარლესი გოგო იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს...

ყველაზე ყურადღებიანო და თბილო, როგორ გვატკინე გული...

სოფო, ჩვენი უკეთილშობილესი და უსაყვარლესი გოგო. სიტყვები უძლურია და ვერ ვპოულობთ, როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახის წევრები. რა დასანანი ხარ სიკვდილისთვის...

ძალიან დამწყდა გული უსაყვარლესი გოგო იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს" - წერენ სოციალურ ქსელში