1756145280
„წელს სტუდენტი გახდა, ახლა იწყებდა ცხოვრებას...“ - სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კორბოულში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებასთან შევარდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. მანქანა რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, მათ შორის 18 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი დაკავებულია. გარდაცვლილი მარიამ შუბითიძეა. როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ, მარიამმა წელს სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა.
„მარი, ჩემო ანგელოზო. იცი, როგორ მინდა ახლა ცოცხალი იყო? მინდა გავიღვიძო და მითხრან, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და შენ ისევ ცოცხალი ხარ. უზომოდ მტკივა გული. ასე პატარა და სიცოცხლით სავსე ადამიანთან რა უნდოდა სიკვდილს? სიკვდილს რა უნდოდა შენთან, ჩემო მარიამ? ჩემს გულში სამუდამოდ იქნება შენი ადგილი, ჩემო გოგო. მუდამ მემახსოვრება შენი ლამაზი ღიმილი, შენი სიხარულით სავსე თვალები და ის სითბო, რასაც ყველას უზიარებდი. შენს თითოეულ სიტყვას, შენს სიცილს და ჩახუტებას ვერასდროს დავივიწყებ.
შენ გიყვარდა ცხოვრება, გიყვარდა ადამიანები, და ყველასთვის ნათელი წერტილი იყავი. შენ ყოველთვის იქნები ჩემი მარი — ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონება, ჩემი ანგელოზი ზეცაში. ზეცას ერთი ყველაზე ნათელი ვარსკვლავი შეემატა შენი სახით, ჩემო ლამაზო. მიყვარხარ და მენატრები. ვაიმე ვერაფერს ვერ ვუყრი თავს რა დავწერო, რით ვანუგეშო შენი მშობლები მარი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას, სტუდენტობას. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ჩემო ანგელოზო, - წერს ახლობელი.“, - წერენ სოციალურ ქსელში.