მაგიდაზე ხელის ბრახუნი პარტნიორული ვერ იქნება - როცა უსამართლოდ გვექცევიან, დამნაშავე ბავშვივით თავს არ დავხრით - ნინო წილოსანი

წილოსანი

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში და წევრ სახელმწიფოებში მოვლენ პოლიტიკოსები, ვინც საკუთარი ხალხის ხმას გააჟღერებს და არა არაფორმალური ოლიგარქების, ვინც სამწუხაროდ მათ პოლიტიკას მართავს და კონკრეტული ინტერესებით ამოძრავებს ამ ადამიანებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ნინო წილოსანის თქმით, მთავარია, საქართველო რეფორმების და განვითარების პროცესს აგრძელებს.

„თუ მოლოდინი ის არის ჩვენი ქვეყნისგან, რომ, როცა გვირტყამენ და უსამართლოდ გვექცევიან, თავი დავხაროთ დამნაშავე ბავშვებივით და ეს დატუქსვა მივიღოთ, ეს მინიმუმ არა ქართულ მენტალიტეტში და ქართულ ტიპაჟში ჯდება. ამიტომ, ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ და უფრო მეტიც, სერბეთის პრეზიდენტმა თუ არ ვცდები, ძალიან სასაცილოდ გასცა ამ ყველაფერზე პასუხი, რაღაცნაირად გააშარჟა, რომ ალბათ ახლა კარგად ჩამითვლიან, თუ ვიტყვი დეიდებო, ბიძიებო, ბოდიშს ვიხდით ყველაფრისთვის, რაც გავაკეთეთ, გამოვსწორდებით და ეს ირონიულად გააკეთა. თუ ეს არის მოლოდინი, ეს არც სწორი მოლოდინია და ამას ვერც ვერასდროს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ როდესაც ვითხოვთ აგვიხსნან, რატომ გვირტყამენ და აქედან არ მოდის არანაირი ახსნა, უბრალოდ ხელის ბრახუნი მაგიდაზე, ეს წარმოუდგენელია რომ იყოს პარტნიორული, თუმცა დამაიმედებელი ის არის, რომ ეს პოლიტიკური ტალღა კონკრეტული არაფორმალური პოლიტიკური გავლენებიდან მომდინარეობს და ისევე, როგორც არაერთ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები კარგი მაგალითია, პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხშირად იცვლება და იცვლებიან ის აქტორები, რომლებიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ ექცევიან.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში და წევრ სახელმწიფოებში მოვლენ პოლიტიკოსები, ვინც საკუთარი ხალხის ხმას გააჟღერებს და არა არაფორმალური ოლიგარქების, ვინც, სამწუხაროდ, მათ პოლიტიკას მართავს და კონკრეტული ინტერესებით ამოძრავებს ამ ადამიანებს. ამიტომ, უიმედო სიტუაცია ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ ყველაფერი საინტერესოდ დინამიურად ცვალებადი შეიძლება იყოს და ჩვენ ყველა სიტუაციისთვის მზად ვართ. რაც მთავარია, საქართველო აგრძელებს თავისი რეფორმების და განვითარების პროცესს, ჩვენ ყველა რეიტინგში ვართ წამყვანი, აღარ ვგულისხმობ და აღარც ვედრებით კანდიდატ სახელმწიფოებს იმიტომ, რომ უკვე გადავედით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო ათეულში ყოფნით, და ეს რა თქმა უნდა ძალიან გვაიმედებს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.