„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები.
„მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, რომელიც მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში შედგა დღეს.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობას ვუხდი ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით“, - აღნიშნავს პრემიერი.