დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
დღეს არის პირველი სამთავრობო სხდომა არჩევნების შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს. ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიმართ ნდობა არის უპრეცედენტო, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით და აქტივობით.
„ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის კონკრეტულად ნდობა, რომელიც გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს არის ნდობა არის უპრეცედენტო. მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით და აქტივობით, რაც დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო ქართული საზოგადოების მიმართ ,რომ უნდა გამოსულიყო ქუდზე კაცი და რეალურად ეს ასე მოხდა. პრაქტიკულად უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. ამ არჩევნებზე გამოვიდა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც მოქმედებდა ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.