მადლობა პრემიერსა და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ვაცნობიერებ იმ დიდი პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან და ამ პოზიციიდან სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან - ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და ასევე სამსახურის თანამშრომლებს.

„ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული, გამორჩეული პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან.

მსურს, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით, ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.