მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, წარვუდგინეთ ძალიან ამბიციური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად შესრულებადია და პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წარვდგებით საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მადლობა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგინა ამბიციური პროგრამა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შევასრულოთ. ამ პროგრამაში ასახულია ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა ეს მიზნები ამასთან ერთად არის აბსოლუტურად შესრულებადი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წავდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.