ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
ლომისას დეკანოზის ომარ ბურდულის შვილიშვილი შაკო ჩქარეული „მთის ამბების“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე აცხადებს, რომ „ეს ვიდეო ისე არის გამოყენებული ვითომდა პაპაჩემი მოუწოდებს ახალგაზრდებს მარშზე წასვლას“.
შაკო ჩქარეული „მთის ამბებს“ მოუწოდებს ან ეს სათაური წაშალონ, ან სრულად ვიდეო.
„ეს სათაური რატომ აქვს პაპაჩემის ვიდეოს? პაპაჩემი არის სიკეთის განსახიერება და უთბილესი ადამიანი. ის ყოველთვის ლოცავს ახალგაზრდებსაც და ქართველ ხალხსაც! მაგრამ ამოხვედით და თხოვეთ, რომ ვიდეო გადაგეღოთ და დაელოცა ქართველი ხალხი, მაგრამ ეს ვიდეო ისე არის გამოყენებული ვითომდა პაპაჩემი მოუწოდებს ახალგაზრდებს მარშზე წასვლას, წაშალეთ ეს სათაური თუ არადა ეს ვიდეო!!!“- წერს შაკო ჩქარეული ვიდეოს კომენტარის ქვეშ.
ცნობისთვის, „მთის ამბებმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლომისის დეკანოზის ომარ ბურდულის ვიდეო, სათაურით „ლომისის დეკანოზმა, 83 წლის ომარ ბურდულმა არაგველები და ახალგაზრდები დალოცა.“ ამასთან დაამატეს, რომ „21 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში არაგველები მსვლელობას მართავენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არაგველების მარშში მთიულები, მოხევეები, გუდამაყრელები, ფშავლები, ხევსურები, მცხეთელები, დუშელები, ქსნის ხეობელები და თუშები მონაწილეობენ“.